MENU

4:08 PM
ბრეკეტები - ლამაზი ღიმილის საიდუმლო!

დღეს თანამედროვე სტომატოლოგიისთვის შეუძლებელი თითქმის აღარაფერია. თუ თქვენი კბილების თანწყობა არასწორია, შეგიძლიათ, ეს ბრეკეტებით გამოასწოროთ. ბრეკეტებით მკურნალობის სპეციფიკის, ეფექტებისა და თავისებურებების შესახებ კლინიკა „ელიტის“ ექიმი ორთოდონტი - ხატია ლაკირბაია  გვესაუბრება.

სადამდე  შეიძლება მიგვიყვანოს კბილების არასწორმა თანწყობამ?
კბილების არასწორმა თანწყობამ შესაძლოა, გამოიწვიოს:
1. კარიესი - (კარიესი ჩნდება იმ ადგილებში, სადაც კბილი კბილზეა „გადადებული“);
2. კბილის ემალის ცვეთა;
3. პაროდონტოზი.
გარდა ამისა, კბილების არასწორი თანწყობის დროს, ზედა და ქვედა ყბა ერთმანეთს ბოლომდე არ ედება, რაც ხელს უშლის ღეჭვას და შესაბამისად, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

 

რა სახის ბრეკეტები არსებობს?
ბრეკეტები ორი სახისაა: მეტალისა და გამჭვირვალე. მეტალის ბრეკეტები სხვადასხვა ზომისაა. მათი უპირატესობა მათივე ძალაშია. გამჭვირვალე ბრეკეტებს უფრო ესთეტიკური თვალსაზრისით იყენებენ. 

 

რა ეფექტი აქვს ბრეკეტებით მკურნალობას და რას ისახავს მიზნად?
ბრეკეტებით მკურნალობა ითვალისწინებს ცალკეული კბილების გასწორებას, თანკბილვის აღდგენას, ესთეტიკური მხარეს მოწესრიგებას და სხვ. მოკლედ, ამ კითხვაზე პასუხის ჩამოყალიბება ასე შეგვიძლია: ესთეტიკა+ფუნქციურობა=ჯანმრთელობა.
აღსანიშნავია ისიც,  რომ  ბრეკეტ სისტემის ფიქსაცია ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

 

რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე, მინიმალური ხანგრძლივობა არის ერთი წელი, მაქსიმუმ შესაძლოა, გაგრძელდეს 2 წლამდე.

 

აქვს თუ არა ბრეკეტებით მკურნალობას  უკუჩვენება? 
სწორად დაგეგმილ ორთოდონტიულ მკურნალობას უკუჩვენება არ გააჩნია. პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულოა და მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

 

რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი ორთოდონტთან?
ორთოდონტთან ბავშვის მიყვანა აუცილებელია მაშინვე, როგორც კი მას პირველი მუდმივი კბილი ამოუვა. არ არის საჭირო, მაინცდამაინც ანომალიის ნიშნების გამოჩენას დაველოდოთ.
ადრეული მკურნალობის დროს გამოიყენება: ტრეინერები, ფირფიტები, კორექტორები და LM-აქტივატორები. იმ შემთხვევაში, თუ ბრეკეტებით მკურნალობას მაინც ვერ ავცდით, ზემოჩამოთვლილი სამკურნალო აპარატები მხოლოდ ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ბრეკეტებით მკურნალობას.
ასევე, ამ აპარატებით მკურნალობა ასტიმულირებს დაგვიანებული კბილების ამოსვლას, ასწორებს ყბა-კბილთა ანომალიებს, აწესრიგებს ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციურ დარღვევებს, აღადგენს სუნთქვის, ღეჭვისა და საუბრის ფუნქციას, ენის მდებარეობასა და არტიკულაციას.  

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს ! -
კატეგორია: სილამაზე & ჯანმრთელობა | ნახვები: 189 | ავტორი: ຫອმຕ♪♫™ | რეიტინგი: 5.0/1
ტეგები: კბილების გასწორება, ჯამრთელობა და სილამაზე, ბრეკეტები - ლამაზი ღიმილის საიდუმლო

სულ კომენტარები: 0
avatar

×

√ სტუმარი™

  • საიტზე შესვლა
  • რეგისტრაცია
  • გვიპოვე FB_ზე..
  • - ახალი მომხმარებლები:

    - ბოლო კომენტარები:

    2017-10-03
    რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად?

    ზედმეტად გარუჯვა

    2017-09-26

    თამოოო

    2017-09-12
    როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა)

    ნახშირით ვცადე და გამითეთრა კბილები, მაგრამ მოშორებაა ძნელი, კბილებიდან არა, ღრძილებში გამიჯდა და ცოტა ვიწვალე