MENU

7:12 PM
როგორ მოვუაროთ თმებს (რჩევები)

თმების მოვლის თემა განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულზე, რადგან სეზონური ავიტამინოზე თავს იჩენს თმის გარეგნულ იერსახეზე. იმისათვის, რომ ქუდების მოხდის შემდეგ ვარცხნილობა გამოიყურებოდეს ეფექტურად, საჭიროა მისი საგულდაგულოდ მოვლა.

  1. შეეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ ფენის, თმის უთოს ან სტაილერის გამოყენება. ყველა ეს საშრობი ხელსაწყო დამატებით აშრობს თმის კანსა და თვითონ თმების სტრუქტურას.
  2. ცოტა ხნით მაინც უარი თქვით თმის შეღებვაზე. ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული საღებავიც კი აზიანებს თქვენს თმებს, რომლებიც ისედაც საჭიროებენ მოვლასა და კვებას.
  3. გამოიყენეთ არა ქიმიურ კომპონენტებზე დამზადებული ბალზამები, არამედ მცენარეთა ნატურალლური ნახარშები. მათი საშუალებით გაზაფხულზე თმებს მიენიჭებათ ჯანსაღი ბრწყინვალება.
  4. ეწვიეთ სტილისტს. მაშინაც კი თუ გსურთ ზაფხულისთვის გრძელი თმის გაზრა, სწორი მოვლა შეუძლებელია თმის რეგულარულად შეჭრის გარეშე. სწორედ ის გეხმარებათ თმის ბოლოების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
  5. ჯანმრთელი თმების მიღებისათვის რეგულარულად მიმართეთ სამკურნალო ნიღბებს, რომლებიც თმის კონკრეტულ ტიპს შეესაბამება. უნივერსალურ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს: კვერცხის ცილის, 1 სუფრის კოვზი კონიაკის და ამავე რაოდენობის თაფლის ნაზავი. უმჯობესია თმის რეაბილიტაციის პროცედურები ჩაატაროთ კომპლექსურად, შემადგენლობის ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეცვლით. ასეთ შემთხვევაში ეფექტი ბევრად უფრო შესამჩნევი იქნება.
  6. დაივარცხნეთ თმები სწორად, ამისათვის გამოიყენეთ იშვიათი კბილებიანი სავარცხელი და არ დააზინოთ თმები ბოლომდე გაშრობამდე.
  7. რეგულარულად დაიმასაჟეთ თავის კანი - ეს დაგეხმარებათ თმის ძირებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში. ამის საშუალებით თმების კვება გაუმჯობესდება და ის ბევრად უფრო ჯანმრთელი გახდება. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილი და მასაჟი, რომელიც დამატებით წმენდს თმის კანს.
  8. ონკანიდან წამოსული თავის დასაბანი წყალი ჩაანაცვლეთ მცენარეთა ნახარშით ან წინასწარ აადუღეთ იგი. ასეთი ხერხის გამოყენებით ის ბევრად ნაკლებ ზიანს მიაყენებს თქვენს თმებს.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს ! -
კატეგორია: რჩევები | ნახვები: 152 | ავტორი: ຫອმຕ♪♫™ | რეიტინგი: 5.0/1
ტეგები: როგორ მოვუაროთ თმებს, ზოგადი რჩევები

სულ კომენტარები: 0
avatar

×

√ სტუმარი™

  • საიტზე შესვლა
  • რეგისტრაცია
  • გვიპოვე FB_ზე..
  • - ახალი მომხმარებლები:

    - ბოლო კომენტარები:

    2017-10-03
    რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად?

    ზედმეტად გარუჯვა

    2017-09-26

    თამოოო

    2017-09-12
    როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა)

    ნახშირით ვცადე და გამითეთრა კბილები, მაგრამ მოშორებაა ძნელი, კბილებიდან არა, ღრძილებში გამიჯდა და ცოტა ვიწვალე