MENU

10:42 PM
რა უნდა გავაკეთოთ, რომ 50 წლის ასაკშიც მშვენივრად გამოვიყურებოდეთ

ერთ-ერთმა საიტმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც  50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჰკითხეს თუ რა წესებს მიმართავდნენ ისინი ცხოვრებაში და რას ურჩევდნენ 30 წლის ხალხს, რათა მალე არ დაბერებულიყვნენ.
პასუხები იყო შედეგნაირი:

1. შეეშვით მოწევას. “თქვენ რომ შეგეძლოთ ჩემი ნახვა, დავემხობოდი ჩემს საცოდავ და ჭრაჭუნა მუხლებზე, გთხოვდით დაფიქრებას ამაზე”, — დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. 

3. დაიწყეთ ფულის ეკონომია. დიახ, ეს მოსაწყენი და ბანალური რჩევაა, მაგრამ აუცილებელი. 30 წლის ასაკში ადამიანთა უმეტესობას თითქმის ყოველთვის რჩება გარკვეული თანხა, რომლის შენახვაც სასურველია.

4. შეინარჩუნეთ ან აღადგინეთ კარგი ურთიერთობა ახლობლებთან და ნათესავებთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ თვლით, რომ  რომელიმე მათგანს ვერ იტანთ, რადგან დროთა განმავლობაში მიხვდებით რა საჭიროა ახლობლებთან ურთიერთობის დალაგება და რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახური კვანძები.

5. შეაგროვეთ მოგონებები და არა ტანსაცმელები. თქვენ  თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ხართ. ძალიან სამწუხაროა 50 წლის ასაკში გაღვიძება და გაგება, რომ მატერიალური სიმდიდრის გარდა არაფერი გაგაჩნიათ. მოგონებები არ შეიძლება მოვისროლოთ სანაგვეზე, რადგან ისინი შეუფასებელია.

6. ისწავლეთ გაცემა. შეძლებისდაგავრად ეცადეთ სიკეთე აკეთოთ, მიეცით სხვებს ის, რაც მათ სიხარულს მიანიჭებს, მაგრამ გააკეთეთ ეს ყველაფერი გულით და უანგაროდ, არაფერს ელოდოთ სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში თავადაც სიყვარულით აღივსებით.

7. დაკავდით სპორტით. ეს მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია.იცხოვრებ აქტიურად და 50 წლის ასაკშიც კი არ შეგაწუხებთ ჭარბი წონა.

8. ისწავლეთ იმით დაკმაყოფილება და გახარება, რაც გაგაჩნიათ. ბედნიერებას იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ეცადეთ არ იწუწუნოთ.

9. შეეშვით საქმეების სამომავლოს გადადებას და დაიწყეთ დღესვე, რადგან დრო სწრაფად გარბის და ვერ დააბრუნებთ.

10. აკონტროლეთ დღის რეჟიმი, ეცადეთ გამოიძინოთ კარგად, ერთსად და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.

11. იზრუნეთ კბილებზე. ასაკის მატებასთან ერთად კბილების პრობლემა უფრო მწვავდება, მკურნალობა კი ბევრ დროსა და ფულს მოითხოვს, ამიტომ იზრუნეთ აქედანვე.

12. იყავით ცნობისმოყვარეები. გადით სახლიდან და ჩაიდინეთ სიგიჟეები, ჩაერთეთ სხვადასხვა თავგადასავალში და გადაიღეთ ფოტოები, რომლებიც სამსახსოვროდ დაგრჩებათ და სიბერეში ბედნიერებას მოგანიჭებთ.

13. დაანებეთ თავი მავნე საკვების მიღებას, უარი თქვით სწრაფი კვების ობიექტებზე.

14. წაიკითხეთ კარგი წიგნები, რადგან თქვენს ტვინს გამუდმებით ესაჭიროება განვითარება, ამიტომ შეეშვით დროის ხარჯვას ტელევიზორების ყურებასა და თამაშებში.

15. ისწავლეთ მედიტირება. ეს დაიკავებს ცოტა დროს, დადებითი ცვლილებები კი მნიშვნელოვნად იქნება თქვენს ცხოვრებაში. მეცნიერთა უამრავი კვლევის საფუძველზე მედიტაცია უკეთეს ადამიანად გაქცევთ.

16. იმოგზაუეთ, რაც შეიძლება ბევრი, რადგან იგი ცვლის თითოეულ ადამიანს, გვპასუხობს მრავალ შეკითხვაზე და გვაიძულებს არ გვეშინოდეს.

17. შეეშვით საკუთარი თავის შედარებას სხვა ადამიანებთან. ირწმუნეთ, რომ როდესაც თქვენ შეგისრულდებათ 50 წელი სულერთი იქნება რა შთაბეჭდილებას დატოვებთ გარშემომყოფებზე. ამიტომ დაადექით თქვენს გზას და გაძლიერდით.

18. დაიწყეთ დღიურების შევსება, რომლებშიც ჩაწერთ თქვენთვის მნიშვნელოვან ამბებს და მოათავსეთ ფოტოებიც.

19. გაუფრთხილდით მეგობრებს, რომლებიც გეხმარებიან თავი უკეთ იგრძნოთ. იცინეთ მათთან ერთად და დატკბით ცხოვრებით.

20. დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი, ეცადეთ, რომ გააკეთოთ ყველაფერი, რომ გქონდეთ სამყოფი, სადაც ნებისმიერ დროს დაბრუნდებით და თავს მყუდროდ იგრძნობთ.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს ! -
კატეგორია: სხვა და სხვა | ნახვები: 130 | ავტორი: ຫອმຕ♪♫™ | რეიტინგი: 5.0/1
ტეგები: რა უნდა გავაკეთოთ, რომ 50 წლის ასაკშიც მშვენივრად გამო

სულ კომენტარები: 0
avatar

×

√ სტუმარი™

  • საიტზე შესვლა
  • რეგისტრაცია
  • გვიპოვე FB_ზე..
  • - ახალი მომხმარებლები:

    - ბოლო კომენტარები:

    2017-10-03
    რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად?

    ზედმეტად გარუჯვა

    2017-09-26

    თამოოო

    2017-09-12
    როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა)

    ნახშირით ვცადე და გამითეთრა კბილები, მაგრამ მოშორებაა ძნელი, კბილებიდან არა, ღრძილებში გამიჯდა და ცოტა ვიწვალე