MENU

4:15 PM
როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და არ ვავნოთ ჯანმრთელობას
გსურთ, მოხდენილი სხეულით მოიწონოთ თავი? ყურადღება მიაქციეთ კვებას, დაიცავით დიეტა, ოღონდ აუცილებლად ჯანსაღი.


ამისთვის საჭიროა, გაითვალისწინოთ გამოცდილ დიეტოლოგთა თვალსაზრისი. ენდოკრინოლოგები მიიჩნევენ, რომ ჭარბი წონის ერთბაშად დაკლება სასურველი არ არის, თავდაპირველად 1%-ის დაკლებაც საკმარისია, თანაც ეს ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის,ჰიპერტონიისა თუ სხვა პათოლოგიების შემცირებას. ამისთვის სწორად შერჩეულ დიეტასთან ერთად საჭიროა სწორი ფიზიკური დატვირთვა და ნატურალური გასახდომი საშუალებების გამოყენება. ჯანსაღი დიეტა ორგანული საკვების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. მისი დაცვა არც ისე ძნელია, რადგან ქალს შეუძლია, დღეში 5-6-ჯერ მიირთვას საკვები. ამ მეთოდით შიმშილიც ნაკლებად შეგაწუხებთ და საკვების კალორიულობასაც გააკონტროლებთ: დღეში 1500 კილოკალორიაზე ნაკლები არ უნდა მიიღოთ. კერძები, სასურველია, მცენარეული ზეთით მოამზადოთ. მარილი უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, რომ მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დაგროვებას ანუ წონის მომატებას. უამრავი კერძი შეიძლება მომზადდეს ძროხის, ქათმის, ინდაურის ხორცისა და თევზისგან. მათი ხორცი არც ისე კალორიულია (ცხადია, უნდა ვერიდოთ ქონიან ნაჭრებს). სამაგიეროდ, მდიდარია ცილებით, რომლებიც საჭიროა სისხლწარმოქმნისა და ნივთიერებათა ცვლისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რომელიც ვიტამინებით ამდიდრებს ორგანიზმს. მცენარეული საკვები ნაკლებკალორიულიცაა. ამასთან, ხელს უწყობს მონელებას. ძალზე მნიშვნელოვანია, საკვები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. დაწოლამდე 2-3 საათი ნურაფერს მიირთმევთ. თუ ვერ მოითმინეთ, შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა რძე, მაწონი ან იოგურტი. სასარგებლოა კვირაში 1-2-ჯერ განტვირთვის დღის მოწყობა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში, 5-6-ჯერ, მიიღებთ ერთგვაროვან საკვებს: ვაშლის დღეს - 1,5 კგ ვაშლს, ხაჭოს დღეს - 400 გ უცხიმო ხაჭოს, ბოსტნეულის დღეს - 1,2-1,5 კგ ბოსტნეულის სალათს (შეიძლება მცენარეული ზეთით შეზავებაც), ხორცის დღეს კი - 300 გ მოხარშულ უმარილო ხორცს.

მიიღეთ სითხე
ჭარბი სითხის გამოსაძევებლად სასურველია მიიღოთ ოხრახუშის ნახარში. ამ დროს სითხე ისე გამოდის ორგანიზმიდან, რომ კალიუმის მარაგი არ იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ელემენტი აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის, გულ-სისხლძარღვთა და შარდგამომყოფი სისტემების ფუნქციობისთვის. 

იმოძრავეთ
ჭარბი წონის შემთხვევაში კვების რეჟიმის დაცვასთან ერთად, როგორც ვთქვით, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. დღეში 30 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ ვარჯიშს - სიარულს, ცურვას, ველოსიპედით სეირნობას. არაქათის გამოცლამდე ვარჯიში არ არის საჭირო. დაიხსომეთ: თუ 30 წუთის განმავლობაში სწრაფად ივლით, 60 კილოკალორიას დაწვავთ. რაც უფრო უკეთ გაქვთ კუნთები განვითარებული, მით უფრო მეტი კალორია იხარჯება. დასვენების დროსაც კი 0,5 კგ კუნთოვანი ქსოვილი ორგანიზმს ყოველდღიურად 35-45 კილოკალორიას ართმევს. 

დაიკელით წონა? შეინარჩუნეთ მიღწეული!
თუ წონის კორექცია უკვე მოახერხეთ, ახლა მის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. გააგრძელეთ ვარჯიში, ერიდეთ ცხოველურ ცხიმებსა და ტკბილეულს, პურ-ფუნთუშეულსა და ფქვილის სხვა ნაწარმს. წონის შესანარჩუნებლად არსებობს ბუნებრივი საკვებდანამატებიც. ერთ-ერთი მათგანია ქიტინი. ის წონის კონტროლთან ერთად ხელს უწყობს არტერიული წნევის მოწესრიგებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. წონის დაკლების შემდეგ კანი ზოგჯერ სიმკვრივეს კარგავს. მისი ელასტიკურობის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ სპეციალური მალამოები კანის ტიპის შესაბამისად. 

მოზარდი გოგონები დიეტებს ეტანებიან
მოზარდი გოგონები, განსაკუთრებით - სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ძალზე განიცდიან ზედმეტ წონას და გულმოდგინედ იცავენ დიეტას. ცუდი ის არის, რომ ამ დროს ექიმს კონსულტაციას არავინ სთხოვს. უნდა გვახსოვდეს, მოზარდ ასაკში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება. დიეტამ ახალგაზრდა ორგანიზმს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. დიეტომანიით შეპყრობილი მოზარდებისთვის აუცილებელია ექიმისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები. მათი დახმარებით შეიძლება კვების ისეთი რეჟიმი შევადგინოთ, რომ არც ორგანიზმი დავაზარალოთ და არც ფსიქიკას მივაყენოთ ვნება.
წყარო: http://Mkurnali.ge
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს ! -
კატეგორია: სილამაზე & ჯანმრთელობა | ნახვები: 90 | ავტორი: Ðreamer | რეიტინგი: 5.0/1
ტეგები: შევინარჩუნოთ, სილამაზე, ჯანმრთელობას, და არ ვავნოთ, როგორ

სულ კომენტარები: 0
avatar

×

√ სტუმარი™

  • საიტზე შესვლა
  • რეგისტრაცია
  • გვიპოვე FB_ზე..
  • - ახალი მომხმარებლები:

    - ბოლო კომენტარები:

    2017-10-03
    რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად?

    ზედმეტად გარუჯვა

    2017-09-26

    თამოოო

    2017-09-12
    როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა)

    ნახშირით ვცადე და გამითეთრა კბილები, მაგრამ მოშორებაა ძნელი, კბილებიდან არა, ღრძილებში გამიჯდა და ცოტა ვიწვალე