MENU

9:46 PM
როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი?

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ტუჩსაცხის ფერი პირადი გემოვნების ან სამოსის მიხედვით უნდა შეგერჩიათ, ცდებოდით. ისევე როგორც მაკიაჟის სხვა საშუალებები, ტუჩსაცხიც თქვენი კანის ტონალობის და კონკრეტული ნაკვთის ფორმის მიხედვით უნდა აარჩიოთ. ამით კიდევ უფრო გამოკვეთთ თქვენ ღირსებებს და შენიღბავთ ხარვეზებს.

როგორ გავიგოთ კანის რომელი ტონალობა გვაქვს? – ეს ძალიან მარტივია. დააკვირდით თქვენს ვენებს, თუ ისინი მოლურჯო ფერისაა მაშინ ცივი ტონალობა გაქვთ, ხოლო თუ მწვანე ფერი დაჰკრავს, მაშინ თბილი ტონალობა. თუ ფერის იდენტიფიცირება გიჭირთ, მაშინ შესაძლოა ნეიტრალური ტონალობის კანი გქონდეთ.

არსებობს ტონალობის დასადგენი კიდევ ერთი ექსპერიმენტი. სახის კანთან ახლოს მიიტანეთ როგორც ოქროსფერი, ასევე ვერცხლისფერი აქსესუარი. თუ ვერცხლისფერი აქსესუარი უფრო მოგიხდებათ, მაშინ მეტი შანსია კანის ცივი ტონი გქონდეთ და შესაბამისად, თუ ოქროსფერი სამკაული დაგამშვენებთ, მაშინ თბილი.

ახლა, როდესაც ჩვენი კანის ტონალობა უკვე გავარკვიეთ, გადავიდეთ ტუჩსაცხის ფერის არჩევაზე.

თუ თქვენ კანის ცივი ტონალობა გაქვთ, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ შემდეგ გრადაციებს: წითელი, შინდისფერი, ქლიავისფერი, ლურჯი. თავი აარიდეთ ღია ფერის და სტაფილოსფერი ტონალობის ტუჩსაცხებს. არ შეგეშინდეთ კონტრასტის. ღია ფერის კანზე, მუქი ფერის საცხი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

თუ თქვენ კანის თბილი ტონალობა გაქვთ, მაშინ აარჩიეთ სტაფილოსფერის და ვარდისფერის გრადაციის საცხები.

რაც შეეხება ტუჩის ფორმას, მისთვის დამატებითი მომხიბვლელობის მისაცემად, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

თუ პატარა ტუჩები გაქვთ – გამოიყენეთ მბზინავი, ღია ფერის საცხი.

თუ წვრილი ტუჩები გაქვთ – ამ შემთხვევაში, ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის ბრწყინავდეს.

თუ თქვენი ქვედა ტუჩი უფრო სავსეა, ვიდრე ზედა – ამ შემთხვევაში, მთავარია თქვენი კანის ტონალობის მიხედვით, სწორი ფერის არჩევა.

თუ სავსე ტუჩები გაქვთ – მისი გამოკვეთის სურვილის შემთხვევაში, გამოიყენეთ გლუვი ტექსტურის, ცივი ტონალობები. თუ სისადავე გირჩევნიათ, მაშინ მის კუთხეებზე ცოტაოდენი სახის ტონალური საცხი დაიტანეთ და ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხი წაისვით.

თუ ზედა ტუჩი უფრო სავსეა, ვიდრე ქვედა – მისთვის თანაბარი ფორმის მისაცემად, ზედა ტუჩზე ოდნავ უფრო მუქი ფერის ტუჩსაცხი გამოიყენეთ, ქვედაზე კი ღია.

ტუჩის მაკიაჟისას აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა:

არასდროს სცადოთ ტუჩის მოცულობის გაზრდა რეალურ კონტურს მიღმა, მისი საკუთარი ხელით დახატვის საშუალებით.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს ! -
კატეგორია: რჩევები | ნახვები: 139 | ავტორი: ຫອმຕ♪♫™ | რეიტინგი: 5.0/1
ტეგები: როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი?

სულ კომენტარები: 0
avatar

×

√ სტუმარი™

  • საიტზე შესვლა
  • რეგისტრაცია
  • გვიპოვე FB_ზე..
  • - ახალი მომხმარებლები:

    - ბოლო კომენტარები:

    2017-10-03
    რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად?

    ზედმეტად გარუჯვა

    2017-09-26

    თამოოო

    2017-09-12
    როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა)

    ნახშირით ვცადე და გამითეთრა კბილები, მაგრამ მოშორებაა ძნელი, კბილებიდან არა, ღრძილებში გამიჯდა და ცოტა ვიწვალე