როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი?

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ტუჩსაცხის ფერი პირადი გემოვნების ან სამოსის მიხედვით უნდა შეგერჩიათ, ცდებოდით. ისევე როგორც მაკიაჟის სხვა საშუალებები, ტუჩსაცხიც თქვენი კანის ტონალობის და კონკრეტული ნაკვთის ფორმის მიხედვით უნდა აარჩიოთ. ამით კიდევ უფრო გამოკვეთთ თქვენ ღირსებებს და შენიღბავთ ხარვეზებს.

როგორ გავიგოთ კანის რომელი ტონალობა გვაქვს? – ეს ძალიან მარტივია. დააკვირდით თქვენს ვენებს, თუ ისინი მოლურჯო ფერისაა მაშინ ცივი ტონალობა გაქვთ, ხოლო თუ მწვანე ფერი დაჰკრავს, მაშინ თბილი ტონალობა. თუ ფერის იდენტიფიცირება გიჭირთ, მაშინ შესაძლოა ნეიტრალური ტონალობის კანი გქონდეთ.

არსებობს ტონალობის დასადგენი კიდევ ერთი ექსპერიმენტი. სახის კანთან ახლოს მიიტანეთ როგორც ოქროსფერი, ასევე ვერცხლისფერი აქსესუარი. თუ ვერცხლისფერი აქსესუარი უფრო მოგიხდებათ, მაშინ მეტი შანსია კანის ცივი ტონი გქონდეთ და შესაბამისად, თუ ოქროსფერი სამკაული დაგამშვენებთ, მაშინ თბილი.

ახლა, როდესაც ჩვენი კანის ტონალობა უკვე გავარკვიეთ, გადავიდეთ ტუჩსაცხის ფერის არჩევაზე.

თუ თქვენ კანის ცივი ტონალობა გაქვთ, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ შემდეგ გრადაციებს: წითელი, შინდისფერი, ქლიავისფერი, ლურჯი. თავი აარიდეთ ღია ფერის და სტაფილოსფერი ტონალობის ტუჩსაცხებს. არ შეგეშინდეთ კონტრასტის. ღია ფერის კანზე, მუქი ფერის საცხი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

თუ თქვენ კანის თბილი ტონალობა გაქვთ, მაშინ აარჩიეთ სტაფილოსფერის და ვარდისფერის გრადაციის საცხები.

რაც შეეხება ტუჩის ფორმას, მისთვის დამატებითი მომხიბვლელობის მისაცემად, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

თუ პატარა ტუჩები გაქვთ – გამოიყენეთ მბზინავი, ღია ფერის საცხი.

თუ წვრილი ტუჩები გაქვთ – ამ შემთხვევაში, ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის ბრწყინავდეს.

თუ თქვენი ქვედა ტუჩი უფრო სავსეა, ვიდრე ზედა – ამ შემთხვევაში, მთავარია თქვენი კანის ტონალობის მიხედვით, სწორი ფერის არჩევა.

თუ სავსე ტუჩები გაქვთ – მისი გამოკვეთის სურვილის შემთხვევაში, გამოიყენეთ გლუვი ტექსტურის, ცივი ტონალობები. თუ სისადავე გირჩევნიათ, მაშინ მის კუთხეებზე ცოტაოდენი სახის ტონალური საცხი დაიტანეთ და ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხი წაისვით.

თუ ზედა ტუჩი უფრო სავსეა, ვიდრე ქვედა – მისთვის თანაბარი ფორმის მისაცემად, ზედა ტუჩზე ოდნავ უფრო მუქი ფერის ტუჩსაცხი გამოიყენეთ, ქვედაზე კი ღია.

ტუჩის მაკიაჟისას აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა:

არასდროს სცადოთ ტუჩის მოცულობის გაზრდა რეალურ კონტურს მიღმა, მისი საკუთარი ხელით დახატვის საშუალებით


კომენტარები 1
ຫອმຕ♪♫™
♥♥♥
ტოპ ნახვადი Top
  • როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი?
    2020-05-15 , 1:04 AM

    თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ტუჩსაცხის ფერი პირადი გემოვნების ან სამოსის მიხედვით უნდა შეგერჩიათ, ცდებოდით. ისევე როგორც მაკიაჟის სხვა საშუალებები, ტუჩ ..

  • ბრეკეტები - ლამაზი ღიმილის საიდუმლო!
    2020-05-15 , 11:13 AM

    დღეს თანამედროვე სტომატოლოგიისთვის შეუძლებელი თითქმის აღარაფერია. თუ თქვენი კბილების თანწყობა არასწორია, შეგიძლიათ, ეს ბრეკეტებით გამოასწოროთ. ბრეკ ..

  • როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და არ ვავნოთ ჯანმრთელობას
    2020-05-15 , 7:34 AM

    გსურთ, მოხდენილი სხეულით მოიწონოთ თავი? ყურადღება მიაქციეთ კვებას, დაიცავით დიეტა, ოღონდ აუცილებლად ჯანსაღი.

    ამისთვის საჭიროა, გაითვალ ..

  • ფსიქოლოგიური რჩევები
    2020-05-15 , 5:26 PM

    ამ სტატიით მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ
    1. გულწრფელად დაინტერესდით გარშემო მყოფი ადამიანებით.
    2. ხშ ..

  • რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად?
    2020-05-15 , 7:50 AM

    გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიცყველაზე მეტად მოგიმატებთ წლებს..

    1. ნაადრევი ჭაღარა. შეიძლება გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ..

  • ქორწინების ბეჭდის საიდუმლოს საოცარი ისტორია
    2020-05-15 , 7:46 AM

    თუ გაინტერესებთ რისი ნიშანია მრგვალი ბეჭედი, რომელიც მეორე ნახევრისადმი მარადიული სიყვარულის ნიშნად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროთ, შემოგ ..

  • ფოტო გალერეა
    მეგობარი საიტები
    სტატისტიკა
    სულ
    მომხმ.
    Гსტუმარი
    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    ონლაინში არავინაა